
მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა. მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია და მას ერთი კვირის შემდეგ განიხილავენ. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.
შეგახსენებთ, ხაზარაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს, აქციაზე გააკეთა.
ანალოგიური განცხადება უკვე დაწერა დეპუტატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.