ხაშურის მერია 1 500 ლარს გადაუხდის ქალს, რომელმაც ახალ მერს საბუთები უნდა აუკინძოს და ზონარი გაუყაროს

გამოქვეყნდა:

ხაშურის მერია 1 500 ლარს გადაუხდის ქალს, რომელმაც 8 ნოემბრამდე, ახალ მერს მისთვის საჭირო საბუთები უნდა აუკინძოს და ზონარი გაუყაროს.

ამის შესახებ იმ ხელშეკრულებაშია ნათქვამი, რომელიც 3 ნოემბერს გამოქვეყნდა. ხელშეკრულების მიხედვით, თითო საბუთის აკინძვა 5 ლარი, ხოლო ზონარის გაყრა - 1 ლარი ღირს. 

"საქმე იმაში გახლავთ, როგორც ამიხსნეს, რომ არსებობს საექსპერტო კომისია, რომელიც სწავლობს დოკუმენტაციას როგორც შინაარსობრივად, ისე მისი შენახვის პირობებს. ხელშეკრულება გახდა საჭირო, რომ ეს ადამიანი მუშაობს სწორედ ამისთვის, რომ დოკუმენტები სტანდარტების სრული დაცვით იქნეს შენახული და ეს ხელშეკრულება ყოველწლიურად ფორმდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ამ ადამიანთან", - ამბობს ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, თათია ძინძიბაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანმა მუშაობა უკვე დაიწყო და საქმე დეკემბრის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული გაჭირვების ფონზე ბიუჯეტის მსგავსი ხარჯვა მიუღებელია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი