"არ ვარ თანახმა მშვიდად ვუყურო, როგორ კვდება მესამე პრეზიდენტი" - იუსტიციის სამინისტროსთან აქციაა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. 

"სიჩუმე მკვლელობაა" "შეწყვიტეთ მკვლელობა" "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - აქციის მონაწილეებს ადგილზე ამ წარწერებით ბანერები აქვთ გაშლილი. ისინი ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ თუ არა. 

"მე არ ვარ თანახმა მშვიდად ვუყურო, როგორ კვდება მესამე პრეზიდენტი, არ შეიძლება ადამიანის მკვლელობას ვუყუროთ გულგრილად" - თქვა ჟურნალისტმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 35 დღეა შიმშილობს. ამ დრომდე ალტერნატიულ კონსილიუმს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევა.

"ძალიან დიდი ტკივილით, ყოველ დღე ვიღვიძებ და მეშინია ახალი ამბების გაგების და მე მინდა, რომ ამას მოვუღო ბოლო. მე ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ და მივაღწევთ იმას, რომ ელემენტარული, მიხეილ სააკაშვილის გადაიყვანენ კვალიფიციურ კლინიკაში", - ამბობს, ჟურნალისტი ლიკა ბასილაია.

დღესვე 18:00 საათზე აქცია გაიმართება რუსთავის ციხესთან.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი