
საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახლადარჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბარი შეეხო თვითმმართვეობის არჩევნების მომდინარეობას და როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.