პერსონალური მონაცემების დამუშავება საბჭოთა კგბ-ს ტერმინოლოგიაა და დემურიშვილმა კარგად გაარჩიოს სად მუშაობს - ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ეს არის ტერმინოლოგია საბჭოთა კგბ-ს, რუსეთის ფსბ-ს და სუს-ის და დემურიშვილმა კარგად გაარჩიოს სად მუშაობს. ექიმია თუ რუსეთის კგბ-ში - ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოთხოვნას პასუხობს.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თამთა დემურიშვილი ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის ექსპერტებმა თანხმობა განაცხადონ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

ჯიშკარიანის თქმით, სპეციალისტების ლიცენზიების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და დემურიშვილს ლინკიც გაუგზავნეს სად შეუძლია მოიძიოს, ხოლო პერსონალურ მონაცემებს რაც შეეხება, "ემპათიას" ხელმძღვანელის თქმით, ეს საბჭოთა კგბ-ს მიდგომაა.

ჯიშკარიანის თქმით, დემურიშვილის მოთხოვნა კანონმდებლობის უხეში დარღვევა და უფლებამოსილების გადამეტებაა, რაზეც სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ:

"ჯანდაცვის შესახებ საქართველოს კანონით, როდესაც გაცემულია ექიმის სერთიფიკატი, ეს განსაზღვრავს ექიმის საქმიანობას და შესაბამისად, არანაირი ზედმეტი შემოწმება მუდმივ სერთიფიკატს არ სჭირდება - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას.

ჯიშკარიანის თქმით, დემურიშვილი პატიმრის გარდა, პაციენტის უფლებასაც არღვევს, რადგან ყველა პაციენტს აქვს უფლება მიმართოს იმ ექიმს ვისაც უნდა და ჩაიტაროს ექსპერტიზა. 

ემპათიაში ამბობენ, რომ პენიტენციურის მხრიდან ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას მიხელ სააკშვილის მიმართ,ასევე იმ ექიმების მიმართ რომლებიც კომისიაში შედიან.

"ეს არის ზეწოლა ექსპერტიზაზე და პროფესიულ საქმიანობაზე, დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ადმიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპული კონვენციის თანახმად, განისაზღვრება, როგორც მე-8 მუხლის დარღვევა"  ამბობს ჯიშკარიანი.

აღნიშნული დარღვევა შევა მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალებში, რომელიც სტრასბურგში უნდა გაიგზავნოს.

"ჩვენ არ ვასაჯაროებდით ამ ინფორმაციას. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ციხის სამედიცინო დოკუმენტაციით, იქ არ არის საკმარისი გამოკვლევები, არ არის შეფასებული გარკევული მონაცემები ადეკვატურად" ამბობს ჯიშკარიანი "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას

მისი თქმით, აქ უკვე იკვეთება არასათანადო მოპყრობა და ადგილი აქვს ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც წამება და არასათანადო მოპყრობას ნიშნავს.

ამავე თემაზე:

"ემპათიას" პასუხი პენიტენციურს: სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის​ წერილი არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი