
"სალომე ზურაბიშვილი მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი... ამას წინ უნდა აღვუდგეთ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საუბრობს.
ძალა არის საზოგადოებაში, ძალა არის ხალხში, ძალა არ არის სუს-ში და ძალა არ არის იმ სავარძლებში, ჩაბრძანებულ და წამოსკუპებულ ადამიანებში. დიახ, როცა გვინდა, რომ ძლიერი სახელმწიფო ვაშენოთ, გვიწევს რთული, მძიმე გზით სიარული...
ძალიან მალე უნდა დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები. ტრაგედიას ვადევნებდით თვალყურს გუშინ, როდესაც, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დასცინის ქვეყნის მოშიმშილე, მომაკვდავ მესამე პრეზიდენტს - თავი დავანებოთ სახელებსა და გვარებს, აბუჩად იგდებს და ისტორიულ უსამართლობას, რომ ბოლო მოუღოს, ამას კი არ ცდილობს, მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ეს არის ისტყორიული უსამართლობა რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენ
ჩვენ წინ აღვუდგებით უსამართლობას. როდესაც შენ გართმევენ არჩევნებს, ამ დროს ხალხი ღელავს და ყველა საშუალებით ცდილობს მიტაცებული არჩევნები ოლიგარქს წაართვას, - აცხადებს ნიკა მელია.