"არ არსებობს ჩვენთვის იმაზე დიადი არაფერი, ვიდრე თავისუფლებაა" | ხატია დეკანოიძის მიმართვა აქციაზე

გამოქვეყნდა:

აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში ვაჩვენოთ, არ არსებობს იმაზე დიადი არაფერი, ვიდრე არის ჩვენთვის თავისუფლება, - ასე მიმართა ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭრებს ხატია დეკაინოიძემ. 

აქციაზე ოპოზიციის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და გათავისუფლებას ითხოვენ. 

ხატია დეკანოიძის თქმით, ისინი არ შეეგუებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნას და იმას, თუ როგორ ართმევს ოლიგარქიული რეიჟიმი თითოეულ მათგანს, ყველაზე დიადს, თავისუფლებას.

დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ არამხოლოდ გავაპროტესტოთ ის, რომ მოგვპარეს არჩევნები, არამხოლოდ გავაპროტესტოთ ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში. პუტინის საპყრობილეში და მას არ აქვს არავითარი უფლება, ისარგებლოს სამართლიანი მართლმსაჯულებით, გავაპროტესტოთ არამხოლოდ ის, რომ როგორ გვექცევა რეჟიმი და როგორ ექცევა თითოეულ ჩვენგანს, როგორ დაჩაგრა საქართველოში თავისუფალი მოქალაქე იმისთვის, რომ საკუთარი რეჟიმი გაიხანგრძლივოს, როგორ ცდილობს დაამყაროს კლეპტოკრატია. 

შევიკრიბეთ აქ იმისთვის რომ საქარველოს ხელისუფლებას, ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში ვაჩვენოთ, არ არსებობს იმაზე დიადი არაფერი, ვიდრე არის ჩვენთვის თავისუფლება. თავისუფლება, რომელსაც ცდილობენ ჩამოგვართვან, ჩვენ არ შევეგუებით მოპარვას, არ შევეგუებით გაყალბებას, არ შევეგუებით მიშას საპყრობილეში ყოფნას და არ შევეგუებით იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს ართმევენ ყველაზე დიადს, თავისუფლებას, თავისუფალ არჩევანს და იმ ნებას, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის მომავალი - ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონებსა და თბილისში მასშტაბური აქციები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დააანონსეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი