"რევოლუცია" და ტუალეტის ქაღალდები სუს-თან - "გირჩი მეტი თავისუფლების" აქცია

გამოქვეყნდა:

"გირჩი-მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსი სუს-თან -  ცოტნე კობერიძემ და ბორის ყურუამ უსაფრთხოების სამსახურთან სიმბოლურად მაგიდა მიიტანეს წარწერით "რევოლუცია" და სწორედ "რევოლუციაზე" საუბრობენ.

ასევე მიიტანეს ტუალეტის ქაღალდები, რომელიც შენობის მიმართულებით ისროლეს - სუნი გამოდის მაქედან - ამბობენ აქცია-პერფორმანსის მონაწილეები.

სამართალდამცველებმა გირჩის წევრები გარემოს დაბინძურებისთვის 80 ლარით დააჯარიმეს. აქცია სუს-ის გუშინდელ განცხადებას უკავშირდება. 

ამავე თემაზე:

"რევოლუცია" ისჯება - სუს-ი და "ოცნება" ოპონენტების დევნის ახალ ეტაპზე გადადის
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი