"ბატონო მიშა, თქვენ ყველას ყველაფერი უკვე დაუმტკიცეთ... გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილობა" | ვასილ სოფრომაძე

გამოქვეყნდა:

"ბატონო მიშა, თქვენ ყველას ყველაფერი უკვე დაუმტკიცეთ, გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა,'' -  საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თხოვნით "ფრესკოს'' დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე მიმართავს.

ვთხოვ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.ბატონო მიშა, თქვენ ყველას ყველაფერი უკვე დაუმტკიცეთ, მათ შორის მეც. მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარ სარდალი კურდღელი არ აღმოჩნდა, მადლობა ამისათვის. შეწყვიტეთ შიმშილობა თქვენ კიდევ გამოადგებით ჩვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახს და ნუ გაახარებთ მტერს, - ამბობს ვასილ სოფრომაძე 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. 

ასევე იხილეთ : 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი