სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში წელს უკვე 3 ათასზე მეტ პატიმარს გაეწია დახმარება. განმარტებით ბარათში პენიტენციური სამსახური დეტალურად ხსნის, რატომ არის აუცილებელი ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, სამოქალაქო კლინიკებში უმკურნალონ.
დოკუმენტაცია "ევროპულმა საქართველომ" მოიპოვა. ბესო დონაძის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო, არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში.
დოკუმენტში სხვადასხვა სამოქალაქო საავადმყოფოში პატიმრების გადაყვანის კიდევ ერთ მიზეზზეა ყურადღება გამახვილებული.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით ორი ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის მოთავსება არა თუ ერთ პალატაში, არამედ ერთ სამედიცინო განყოფილებაშიც კი არ შეიძლება, ამიტომ რისკის თავიდან ასაცილებლად უნდა არსებობდეს ალტერნატიული ვარიანტი.
სწორედ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაა ერთ-ერთი მიზეზით, რის გამოც ეწინააღმდეგებიან უფლებადამცველები ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის გადაყვანას და მკურნალობას იქ, სადაც სხვადსხვა მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულები იხდიან სასჯელს.