პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეფასება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე - საფრანგეთის საგარეო უწყება "მთავრი არხის" შეკითხვას პასუხობს და კატეგორიული ტონით აფასებს მესამე პრეზიდენტის შიმშილობას და უმძიმეს მდგომარეობას.
ოფიციალური პარიზი ღიად ამბობს რომ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაა.
"საფრანგეთი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ვიმეორებთ და შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებათა მოთხოვნებს.
აუცილებელია ყურადღება მიექცეს რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გარანტიები იქნას დაცული" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
იხილეთ ასევე: