ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირებმა ოპოზიციის მხარდამჭერებს კვერცხები, პოლიციის თანდასწრებით დაუშინეს.
თვითმხილველებმა აქციაზე მყოფ სამართალდამცველებს მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს, თუმცა მათი თქმით, მიიღეს პასუხი რომ ვერაფერს იზამდნენ და თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა, 112-სთვის უნდა მიემართა.
როგორც აქციის მონაწილე ამბობს, რომ ორი პირი, რომლებიც კვერცხებს უშენდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, თავადვე მიიყვანა შსს-ს წარმომადგენელთან, თუმცა მათ გაუშვეს.
ამავე თემაზე: