"ეს არის კიდევ ერთი ლურსმანი "ქართული ოცნების" სამარცხვინო კამპანიაში" | ნიკა გვარამია ომბუდსმენის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"სახალხო დამცველი ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც სახელმწიფო ლეგიტიმაციას ფლობს და არის ადეკვატური და დგას მიხეილ სააკაშვილის კი არა, ამ ქვეყნის სადარაჯოზე", - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ომბუდსმენის განცხადებას. 

სახალხო დამცველის პირველი განცხადებაც იყო სრულიად ადეკვატური და უმაღლესი კვალიფიკაციისდა ახლაც, ეს განცხადება არის კიდევ ერთი ლურსმანი "ქართული ოცნების" ამ სამარცხვინო კამპანიაში ჩაჭედებული. არავითარი შესაძლებლობა არ არის სამედიცინო კუთხით ამ კლინიკაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა სახალხო დამცველმა და კიდევ უფრო მაღალია საშიშროება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის კუთხით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სახალხო დამცველმა და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ისიც აღნიშნა, რომ ადვოკატების შესვლაც იქნება ფაქტობრივად გამოწვევა ყოველდღე.

შეგვაცილებენ და გამოგვაცილებენ მთელი ამ ციხის გადმომდგარი და გინებით და ა.შ. ზუსტად ვიცით, რომ ასე იქნება. ეს ყოფილა, გამივლია მე პირადად და ზუსტად ვიცით, რომ ამას აპირებენ. მე პატიმრების წინააღმდეგ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მათ აიძულებენ, რომ ასე მოხდეს. ამიტომ, სახალხო დამცველი ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც სახელმწიფო ლეგიტიმაციას ფლობს და არის ადეკვატური და დგას მიხეილ სააკაშვილის კი არა, ამ ქვეყნის სადარაჯოზე, - ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი