"ყოველწუთიერად რისკის ქვეშაა მისი ჯანმრთელობა... ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება" - ამის შესახებ დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.
ბოლო ცნობები, მეც რაც მივიღე, შემაშფოთებელია. მართლა შემოუბრუნებელი ზიანი შეიძლება მიადგეს მის ჯანმრთელობას და ასეთ მდგომარეობაში მართლა ყოველწუთიერად რისკის ქვეშაა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე და უფრო და უფრო მძიმდება.
აბსოლუტურად ყველა კანონიერი პროცედურა, ყველაფერი ამბობს იმას, რომ იმისთვის, რომ ეს უბედურება არ მოხდეს, უბრალოდ უნდა გაიღოს კარი და გადაიყვანონ კლინიკაში. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, უმძიმეს საკითხზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც, ცეცხლს ეთამაშება, - ამბობს ხოშტარია.
თავად ელენე ხოშტარია უკვე 24 საათზე მეტია შიმშილობს. ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.