"არ შეიძლება მოშიმშილე, დასუსტებულ და მომაკვდავ პატიმარს ეჭიდავო და შური იძიო მასზე" | დეკანოზი თამაზ ლომიძე

გამოქვეყნდა:

დეკანოზი თამაზ ლომიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობას ეხმაურება. Facebook-ზე წერს, რომ "არ შეიძლება ციხეში მყოფ ადამიანს ჯიბრში ჩაუდგე და ნიშნისმოგებით, მშვიდად დაელოდო მის სიკვდილს". 

ციხეში შიმშილი არის პროტესტის უკიდურესი და ხშირად სასოწარკვეთილი ფორმა. როცა ადამიანს არცერთი სხვა საშუალება აღარ რჩება წინააღმდეგობისთვის, როცა ძალა აღარ შესწევს სხვაგვარი ბრძოლისთვის, იწყებს შიმშილს. ამ ქვეყნის პატიმარი პრეზიდენტი, რომელიც 35 დღეა შიმშილობს ციხეში, აუცილებლად გადაყვანილი უნდა იქნას საავამდყოფოში და გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ადამიანის სიცოცხლე არაა სახუმარო. ნუ იქნებით ჯალათები! არ შეიძლება ციხეში მყოფ ადამიანს ჯიბრში ჩაუდგე და ნიშნისმოგებით, მშვიდად დაელოდო მის სიკვდილს. არ შეიძლება მოშიმშილე, დასუსტებულ და მომაკვდავ პატიმარს ეჭიდავო და მითუმეტეს, შური იძიო მასზე. ესაა წაქცეულის ცემა და ყოვლად უღირსი საქციელი. ეს არც ქრისტიანობაა, არც ვაჟკაცობა და არც ადამიანობა. ნუ დაუშვებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილს და ნუ შეარცხვენთ ამ ქვეყანას საშვილიშვილოდ! გახსოვდეთ, მთელს ქვეყანას, ხელისუფლებას და ყველა ჩვენთაგანს სამარცხვინოდ დაედება ეს მძიმე ცოდვა! - წერს დეკანოზი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის ციხეში უკვე 35 დღეა შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი