საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ალტერნატიულ კომისიასა და სახელმწიფოს გამოყოფილ ექიმებს მიმართავს და სთხოვს, მთავრობას მისი შვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა აიძულონ. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
მდგომარეობა კრიტიკულია. დრო აღარ ითმენს! მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი, დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში. გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 36-ე დღეა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.