ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, შესაძლოა, ვეღარ შეთანხმდეს

გამოქვეყნდა:

საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების მცდელობა, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ყველა ოლქში ერთი კანდიდატურის მხარდაჭერა გაუჭირდებათ და გამორიცხული არ არის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთობლივი ფრონტით დაპისპირება ოლქების ნაწილში ვერ მოხერდეს.

მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდება და მეორე ტურები მაჟორიტარების გამოსავლენად საჭირო აღარ გახდება.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ლეიბორისტების ოფისში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა, ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს საერთო სტრატეგია და დიდ ქალაქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. იგივე პოზიციას იზიარებს ირაკლი ოქრუაშვილიც, მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიციამ კიდევ ერთხელ იმსჯელოს 2020-ის არჩევნებზე

თუ ვიქნებით წარმატებაზე ორიენტირებული და მიზანდასახული გვექნება, რომ ხელსუფლება შევცვალოთ, აუცილებელი პირობა იქნება, რომ შევთანხმდეთ, მინიმუმ, თბილისში საერთო კანდიდატებზე, ასევე დიდ ქალაქებში. ამის გარეშე გამარჯვება შეუძლებელი იქნება.უბრალოდ, დავაზარალებთ ერთმანეთს და წინასწარ გვეცოდინება, რომ ივანიშვილს ვაძლევთ 6-7% ფორას, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

გირჩის ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ლელო, რომელიც პირველი ალაპარაკდა საკუთარ მაჟორიტარებზე, ამ შემთხვევაში ფაქტორი არ არის, რადგან ამ პოლიტიკურ მოძრაობას თავიდანვე საკუთარი ხედვა ჰქონდა მაჟორიტარულ სისტემაზე. 

დანარჩენების რიტორიკა რომ შეიცვალა, ეს მიჩენს კითხვებს. გირჩს არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, უნდოდა თუ არა მაჟორიტარების დაყენება. ამ შემთხვევაში, საუბარი იქნებოდა მხოლოდ ჩემზე, მაგრამ გადაწყვეტილებაა მისაღები, ფოკუსირებული ვიყო ერთ ცალკეულ ოლქზე თუ ვიარო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე პირადად პლუსს ვხედავ იმაში, რომ ვიარო მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველგან ვატარო კამპანია, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გულშემატკივრობს ოპოზიციის ერთიან  მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას. მისი თქმით, ამ პირობებში ქართულ ოცნებას გამარჯვება 

თუ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატებზე, ეს ჩვენთვის იქნება მომგებიანი, რადგან ამ შემთხვევაში 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, - ამბობს ირაკლი კობახიძე

შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, ამის შესახებ დაზუსტებით რამდენიმე კვირაში გვეცოდინება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი