გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მე-18-ე სამკურნალო დაწესებულება მზადაა მიიღოს მსჯავრდებული - როგორ ესმით "ოცნებაში" ომბუდსმენის დასკვნა 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა უსაფრთხოების რისკებს შეიცავს - ომბუდსმენის ეს დასკვნა "ოცნებაში" ისე ესმით, როგორც აწყობთ და ისევ იმას იმეორებენ, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო ზომა მიღებული და დაცულია:

"ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18-ე სამკურნალო სპეციალიზებული დაწესებულება მზადაა მიიღოს ეს მსჯავრდებული, უზრუნველჰყოს მისი უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა" - ამბობს გივი მიქანაძე

ომბუდსმენმა დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. სახალხო დაცველი მიიჩნევს რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულება ისევ არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით, არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია. დაწესებულება აღიჭურვა დუპლერ-სკანირების აპარატით, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ინტენსიური მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ინსტალაციის მიზნით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი