კონსილიუმის მოთხოვნები და რეკომენდაციები ბოლომდე შესრულებული არაა - ბურჯანაძე ციხის საავადმყოფოზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცხველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ისევ იმეორებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი C ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, რომელიც ყველა საჭირო აპარატურით იქნება აღჭურვილი.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში გარკვეული გაუმჯობესება არის, თუმცა კონსილიუმის მოთხოვნები და რეკომენდაციები ბოლომდე შესრულებული მაინც არაა.

"გარკვეული გაუმჯობესება არის, რაღაც მიმართულებით დუპლექს სკანირების აპარატი იქნა მიტანილი, ასევე, კომპიუტერული ტომოგრაფიის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვა ხდება დაწესებულების. ამ დაწერსებულებაში, სამწუხაროდ, კვალვ არ არის ე.წ. მრტ-ს აპარატი, ასევე, არ არის იქ გარკვეული კათეტერიზაციის შესაბამისი დანადგარები, რომლებიც მოთხოვნილია კონსილიუმის დასკვნაში და რეკომენდაციებში. ამ პირობების გათავლისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამედიცინო თავლსაზრისით, ის მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია კონსილიუმს მიერ, კვლავ არ არის ბოლომდე შესრულებული. 

გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება ჩვენს მიერ მითითებული უსაფრთხოების მოთხოვნები ვერბალური აგრესიის, ისევე როგორც სხვადასხვა დაწესებულების დეორგანიზაციის მიმართულებით არსებული საფრთხეები ძალაშია", - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ექიმთა კონსილიუმის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ატერნატიული სამედიცინო დაწესებულება უნდა შეურჩიონ ექიმთა კონსილიუმისა და ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფით.

მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 36-ე დღეა შიმშილობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი