დაპირისპირება წულუკიანსა და ლომჯარიას შორის - ომბუდსმენის კრიტიკულმა ანგარიშმა იუსტიციის მინისტრი გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე - სახალხო დამცველის უმწვავეს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის გაღიზიანება მოჰყვა. საქმე ეხება პენიტენციურ  სისტემაში არსებულ ვითარებასა და ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის დაბრუნებას ციხეებში.

წულუკიანმა სახალხო დამცველის კრიტიკული მოხსენება პირად თავდასხმად აღიქვა და ომბუდსმენი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ლომჯარია პატიმრების მოსანახულებლად არ დადის და შესაბამისად, ვერც მისი ანგარიში იქნებოდა სანდო. მან ასევე სახალხო დამცველს ბიძინა ივანიშვილის არასაკმარისი დაცვის გამო უსაუყვედურა.

„ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ 4-ჯერ. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრების ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის - 0,“- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანსა და ლომჯარია შორის დაპირისპირება სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. სახალხო დამცველმა საკუთარ მანდატთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ თუკი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევას ექნებოდა ადგილი, ის უთუოდ მათაც დაიცავდა.

„ სახალხო დამცველის ფუნქცია არის ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვას სწორედ გავლენიანი პირებისგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან და მათ შორის იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალი არის ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა, ამიტომ ვერ ხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს. სამწუხაროა, რომ არა მარტო ქალბატონმა მინისტრმა, არამედ, მე მომეჩვენა, რომ კომიტეტის წევრებმაც უმრავლესობიდან მიიღეს აღნიშნული ანგარიში რაღაცა პირად საკითხად, რომ თითქოს იგივე მინისტრის წინააღდეგ იყო ეს ანგარიში მომზადებული და ა.შ.,“- განაცხადა ლომჯარიამ.

სხდომის შემდეგ კომენტარი თეა წულუკიანმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ის ვერ იქნება პასუხსიმგებელი იმაზე, რაც შექმნა სტალინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის “სუპერ აქტიური“ იქნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი