ხვალ ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში "დამოუკიდებელი დეპუტატების" კითხვებს უპასუხებს

გამოქვეყნდა:

ხვალ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან - ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი კითხვებზე პასუხის გასაცემად ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა დაიბარეს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ამბობს, რომ მინისტრმა განმარტებები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციასა და სამომავლო პროგნოზებზე უნდა გააკეთოს.

ახლა იწყება ეპიდემიის მართვა, ამასთან დაკავშირებით გვჭირდება ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინოთ ძალიან კონკრეტული ინფორმაცია ჯანდაცვის სექტორის, ჰოსპიტალური და პირველადი სექტორების მდგომარეობის შესახებ, - ამბობს ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რა მდგომარეობაა ამჟამად ჯანდაცვის სექტორში. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი