თორნიკე რიჟვაძის მამა ბათუმში საკრებულოს წევრებს ენმ-დან ემუქრება - გიორგი კირთაძის საგანგებო განცხადება 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ბათუმის საკრებულოში, სადაც უმრავლესობა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ მოიპოვა, რეალობის შეცვლას მუქარითა და შანტაჟით ცდილობს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ გააკეთა. როგორც კირთაძე ამბობს პროცესში უშუალოდ ჩართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე.

მისი ინფორმაციით, რიჟვაძე სამართალდამცავ უწყებაში, მაღალ თანამდებობას იკავებს:

დავით რიჟვაძე საკრებულოს იმ წევრებთან, რომლებიც ნაციონალური მოძრობის პარტიული სიით გახდნენ საკრებულოს წევრები, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარასა და მოსყიდვის მცდელობას - განაცხადა კირთაძემ.

​ის სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებიც ასევე მოხვდნენ ბათუმის საკრებულოში, საუბარია გახარიას პარტიასა და "ლელოზე" და მოუწოდებს, დაიწყონ დროულად კონსულტაციები და ჩამოაყალიბონ მყარი უმრავლესობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი