"დღეიდან ჩემი საველე სტუდიაც, სახლიც, ეზოც, რუსთავის ციხეა" - საკანი #320 რუსთავის ციხესთან

გამოქვეყნდა:

დღეიდან ჩემი საველე სტუდიაც, სახლიც, ეზოც რუსთავის ციხეა - ნანუკა ჟორჟოლიანმა რუსთავის ციხის წინ, მუყაოთი, #320-ე საკანი გააკეთა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ვიდრე მესამე პრეზიდენტს საავადმყოფოში არ გადაიყვანენ, ის სწორედ ამ "საკანში" დარჩება.

მას "საკნის" დადგმისას პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.

"მე რა შემიძლია როგორც მოქალაქეს, როგორც ჟურნალისტს, შემიძლია სხვადასხვა ტრიბუნა გამოვიყენო, ჩემი ტრიბუნა არის რა - ჩემი სოციალური ქსელი, სადაც უამრავი გამომწერი მყავს, კამერა და ა.შ. შესაბამისად, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიშიმშილო. რაღაცნაირად მგონია, რომ ჩემი აქ ყოფნით, სხვადასხვა ტიპის ტრანსლაციებით, მგონია იმას მაინც ვანახებ ადამიანებს, რომ სახლში ჯდომის დრო არ არის", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, კანონის მოთხოვნები გაითვალისწინეს და "საკანი" მსუბუქი კონსტრუქციით ააწყვეს, ის ზუსტად იმხელაა, რამხელაც სცენა, რომელიც რამდენიმე დღეა ადგილზე დგას. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 36 დღეა შიმშილობს. დღეს მან ციხიდან კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი