საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს და ექიმებს მოუწოდებს პროტესტის ნიშნად, უპრეცედენტო ბოიკოტი გამოაცხადონ:
საქართველოს კლინიკების ასოციაციის სახელით კლინიკების ხელმძღვანელებს და ექიმებს მოგიწოდებთ:
კოლეგებო! სანამ მესამე პრეზიდენტს არ მიეცემა შერეული ტიპის პოლიპროფილურ სტაციონარში (ტიპი-C) სრულფასოვანი მკურნალობის უფლება, პროტესტის ნიშნად გამოვაცხადოთ უპრეცედენტო ბოიკოტი და არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!!
ჩვენი ვალდებულებაა განსაცდელში მყოფი, ნებისმიერი პაციენტის კვალიფიციური დახმარება და სიცოცხლის შენარჩუნება, მისი პოლიტიკური შეხედულების, რწმენისა და სქესის მიუხედავად!!" ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვილი პაჭკორია საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ასოციაციის სახელით ავრცელებს.