ის კი დაამტკიცებს, რომ პრინციპული ადამიანია, მაგრამ ჩვენ დაგვიმტკიცებს, რომ არშემდგარი ტიპები ვართ - თემურ ჭყონია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ნუთუ ასეთ გაუგებრობაში ვართ ქვეყანა, რა უბედურებაში ვართ მთელი ერი გახვეული, რომ ერთი ადამიანის გადაყვანა საავადმყოფოში გახდა დაპირისპირების, ქილიკის საგანი", - ასეთ კომენტარს აკეთებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".  საუბრისას.

როგორც ის აღნიშნავს, პროცესებზე დაკვირვებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ "მიზანი აქვთ, სეირს უყუროს ვიღაცამ გადარჩება თუ არა" მიხეილ სააკაშვილი.

"მიხეილ სააკაშვილმა პრინციპულად გადადო თავი, ამ პრინციპული თავის გადადებით ეს ადამიანი დაამტკიცებს, რომ ის არის პრინციპული ადამიანი, ის კი დაამტკიცებს, მაგრამ ჩვენ დაგვიმტკიცებს, რომ არშემდგარი ტიპები ვართ, დაგვიმტკიცებს რა სუსტები ვართ. ქვეყანა არის მლიქვნელებით სავსე, მთელი უბედურება ეგაა. ესაა მლიქვნელების ქვეყანა, სიმართლის თქმა მიაჩნიათ ოპოზიციად, ესაა კატასტროფა... გადავხედოთ მკვლელობების ისტორიას, ჩვენი ახალი არაფერი გაგვიკეთებია, ვიმეორებთ წინაპრების მენტალიტეტს, ვტრაბახობთ, რომ მაგარი ერი ვართ, თორემ სად ვართ", - ამბობს თემურ ჭყონია. 

მისივე თქმით, კატეგორიული მოთხოვნილება უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი