მებრძოლი საქართველოს სახეა დღეს მიხეილ სააკაშვილი - გუბაზ სანიკიძე

გამოქვეყნდა:

"ესაა ცოტნე დადიანის სკოლა, მოყვასისთვის, თანამებრძოლებისთვის, პატრიოტებისთვის, საქართველოსთვის თავი გადადო", - ასეთ კომენტარს აკეთებს ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".

სანიკიძის თქმით, "მიშამ ისეთი პროცესი შექმნა, რომელსაც აუცილებლად ექნება შედეგი".

"ყველას მინდა გითხრათ, ვისაც მიგაჩნიათ რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა უნდა იყოს ამ მდგომარეობაში, ყველანი ხართ პუტინის "კლუჩნიკები". ბიძინა ივანიშვილსაც არ ჩაუსვია ციხეში და ამ მდგომარეობაში ისიც კი არ ამყოფებს, ბიძინა აკეთებს ამ ყველაფერს მისი ხაზეინის, პუტინის დავალებით", - ამბობს სანიკიძე.

მისივე თქმით, რუსეთის ინტერესებს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უპირისპირდება და სწორედ ამიტომ უნდა პუტინს მისი მოშორება - "მებრძოლი საქართველოს სახეა დღეს მიხეილ სააკაშვილი", - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი