
"დასავლეთის ქმედებები იქნება მოსწრებადი და ის უბედურება საქართველოში აღარ მოხდება, რაცაა პრეზიდენტის სიკვდილი", - ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტიკოსი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში", მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
როგორც ნატო ჩხეიძე განმარტავს თუ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება, საბოლოოდ განვითარდება ის პროცესები, რაც 90-იანი წლების საქართველოში ხდებოდა.
"პრეზიდენტი სიმბოლოა ქვეყნისა და ეს ყოველთვის ასე ხდება, მოქმედი პრეზიდენტის შემთხვევაშიც და ვითომ არამოქმედი პრეზიდენტის შემთხვევაშიც. ამიტომ ქვეყნის სიმბოლოს, როცა ასე ექცევი მაშინ ქვეყანა ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი თავისუფალია და ყველაფერი საძაგლობა შესაძლებელია", - ამბობს ნატო ჩხეიძე.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძის თქმით, ისინი "აკეთებენ იმას, რომ მერე ექიმებს და ექიმების შეცდომებს დაბრალდეს რაიმე".