"დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს" | ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ საუბრობს. 

მე არ წავიკითხავ ახლა განცხადებას, ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთადერთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ განმეცხადებინა, რომ ის არ იღებს მონაწილეობას აქციების დაგეგმვაში, მენეჯმენტში და ა.შ. ის არის ციხეში, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, მას შეუძლია გაამხნევოს ადამიანები და მოუწოდოს იქითკენ, რომ იაქტიურონ და დიახ, მოუწოდებს, რომ ექვსში ძალიან მოხარული იქნება თუ ბევრი ადამიანის ხმას გაიგებს და ეს მისთვის ენერგიაა. ეს ხვალინდელ აქციაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება აქციების ლოჯისტიკას, დაგეგმვას და ა.შ. იგი მთლიანად ენდობა იმ მრავალპარტიულ პლატფორმას და აქტივისტებს რომლებიც ამას აკეთებენ და აკეთებენ მისი შეხედულებით ძალიან კარგად...

ის, რომ ის ფიზიკურად ფეხზე დგას და მინდა, გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მართლა ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივად აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. გთხოვთ, ამას ანგარიში გავუწიოთ ყველამ. მიშა არასდროს არ იტყვის, რომ ის ცუდად არის და უშველონ. ძალიან გთხოვთ, ანალიზებით და კალციუმის რაოდენობით და ა.შ. ნუ ვიმსჯელებთ, ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ და მე პირადად კარგს არაფერს აღარ ვხედავ აქ. ძალიან მძიმე სიტუაციაა. არ არის დამაიმედებელი სიტუაცია პირდაპირ გეუბნებით, - თქვა ნიკა გვარამიამ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი