ციხის პრობლემა არის პირველ რიგში მისი უსაფრთხოების პრობლემა და ამას რეგულირების სააგენტო ვერ დაწერდა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ციხის პრობლემა არის პირველ რიგში მისი უსაფრთხოების პრობლემა და ამას რეგულირების სააგენტო ვერ დაწერდა. ამაზე წერენ უფლებადამცველები, სახალხო დამცველი და აგერ უკვე სახელმწიფო ინსპექტორი - აცხადებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სხვადასხვა უწყებების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებზე საუბრისას.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებზე. 

"მე არ ვენდობი გლდანის დაწესებულებას, ეს მიკერძოებული მხარეა , ყველა მიუკერძოებელმა მხარემ, მათ შორის, სახალხო დამცველმა, აგერ უკვე სახელმწიფო ინსპექტორმა, თქვა რომ არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, არამედ განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით მიუღებელია გლდანის მე-18 დაწესებულება. ამას გარდა, მე წავიკითხე რეგულირების სააგენტო, რომელსაც მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრმა, რომ კიდევ ერთხელ შეემოწმებინა. ამ დასკვნაშიც იკვეთება, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც კონსილიუმმა დაწერა კერძოდ, მათ შორის ემერტეს აპარატი იქ არ არის. 

იქ წერია, რომ არის კატე, არის რენდგენი, ემერტე არ არის და ეს წერია ღიად ექიმების კონსილიუმში. ემერტეს დამონტაჟებას სჭირდება თვეები და ეს არის რადიაციული ინსტრუმენტი, რომელსაც სჭირდება ცალკე შენობა, გამოსხივების საწინააღმდეგო და ა.შ. ემერეტე მე ვერ ამოვიკითხე, თუ  წერია და ვერ ამოვიკითხე ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჩემი ცნობით ეს იქ არ წერია. მე წავიკითხე ეს დოკუმენტი. ეს დასკვნას, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს სახელისუფლებო დაკვეთა შეასრულოს და დაწეროს ის, რაც არის, სინამდვილეში შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით ამ დასკვნის, იგი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ექიმების კონსილიუმის მიერ დადგენილი მოთხოვნები აქ არ არის, გინდა ცე ჩაწერონ, რაც უნდა ის ჩაწერონ.

შეგახსენებთ, ექიმთა კონსილიუმმა არა მხოლოდ ცე კატეგორიის კლინიკა მოითხოვა, მან კონკრეტული აპარატურა მოითხოვა, ვიზუალური კვლევის აპარატურა, რომელიც იქ უნდა იყოს და ამ დასკვნითაც კი, რეგულირების სააგენტოს დასკვნითაც კი, არ არის სრული და არ არის ციხეში.

ამას გარდა, ციხის პრობლემა არის პირველ რიგში, მისი უსაფრთხოების პრობლემა და ამას რეგულირების სააგენტო ვერ დაწერდა. ამაზე წერენ უფლებადამცველები, სახალხო დამცველი და აგერ უკვე სახელმწიფო ინსპექტორი.

ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. ჯალათის სტატუსით ვეღარ გადარჩებით. ვიდრე გახდებოდეთ ჯალათი ქვეყანაც გადაარჩინეთ და საკუთარი თავიც გადაარჩინეთ. ამ კაცთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გადის ქვეყნის  ყოფნა-არყოფნის საკითხი და თქვენი პირადად" განაცხადა ნიკა გვარამიამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი