ლელოს გარეშე გამოვა, ენმ-ს გარეშე არა - გიგი უგულავა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" არის ერთიანი კანდიდატის კონცეფციის მთავარი მედროშე, - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გადაცემაში "დღის სტუმარი".

უგულავა ხაზს უსვამს, რომ ამის მიუხედავად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არაფერი გამოვა. 

მარტო "ნაციონალური მოძრაობა" ცალკე თუ წავა, ისეთ დიდ შეცდომას დაუშვებს, რომლითაც თავის თავსაც დაიზიანებს და აბსოლუტურად დააზიანებს მთელ ოპოზიციურ სპექტრს, - ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით, არ არსებობს არც შიდაპარტიული და არც ელექტორალური მიზეზი, რომელიც ამ ნაბიჯს გაამართლებს.   

უგულავა მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციას გამარჯვება უნდა, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ 30-დან მინიმუმ შვიდმა მაჟორიტარმა პირველივე ტურში მოიგოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი