"თავის დროზე დიდი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს, ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო, ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა, მოგეხსენებათ და ბოლო ათწლეულში კი ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული, დიპლომატიური მისია, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს."
თქვა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.