"ათვლა უკვე საათებზეა" - ექიმები მიხეილ სააკაშვილის სიმპტომებში იშემიური ინსულტის ყველა ნიშანს ხედავენ

გამოქვეყნდა:

"ათვლა უკვე საათებზეა" - ეს განცხადება გააკეთეს მედიკოსებმა, რომლებმაც დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეისწავლეს.

შენელებული მოტორიკა, კოგნიტური პროცესების დაქვეითება, შეშუპება, ცილების დაშლა, დარღვევები სისხლის შედედებაში, ჩავარდნები მეხსიერებაში - ექიმები იშემიური ინსულტის ყველა ნიშანს ხედავენ.

36-დღიანმა პროტესტმა მესამე პრეზიდენტს უკვე მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი - ერთადერთი საზრუნავი მედიკოსებისთვის ახლა საჭიროების შემთხვევაში პატიმრისთვის ეფექტური დახმარების აღმოჩენაა, რაც საერთო შეთანხმებით ციხის კლინიკაში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი