"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, პოლიციის განყოფილებაში მოხდა.
ცნობილია, რომ ორივე პოლიციელი დღეს მორიგე იყო, თუმცა, რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, უცნობია. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.
ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში სამმართველოდან დამატებითი ჯგუფები მივიდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა პოლიციელი, რომელმაც კოლეგა მოკლა.
ავტორი: ემა გოგოხია