უწიგნური, უვიცი და ბნელი - ოპოზიცია თეა წულუკიანზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველზე  იუსტიციის მინისტრის პოლიტიკურ თავდასხმას  ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. საქმე ეხება ომბუდსმენის მწვავე მოხსენებას, რომლის თანახმადაც პენიტენციურ სისტემაში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის დაბრუნებას ეხებოდა. წულუკიანმა ლომჯარია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და ივანიშვილის არასაკმარისი დაცვის გამო უსაყვედურა.

 „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრს უწიგნურს და ბნელს უწოდებს და ამბობს, რომ მან ისიც კი არ იცის, თუ რა ფუნქცია აკისრია სახალხო დამცველს.

„ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი. ისაუბრა იმაზე როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალი ივანიშვილის რეპუტაციას და გარეგნობას და ჩაცმულობას და სხვათა შორის, თუ თვლიდა, რომ პრობლემა იყო ჩაცმულობაში, ამის რეგულაციაც რაციონალური მისი საქმე იყო, გამოეცა ბრძანებულება თუ რამეს ცვლის რაციონალურად,“- განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელსაც ივანიშვილი არ აკონტროლებს და შესაბამისად, ლოგიკურია, ომბუდსმენის მწვავე მოხსენებამ წულუკიანის ამგვარი რეაქცია გამოიწვია.

„იუსტიციის მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც არ აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, სახალხო დამცველი, ეს არ არის ლეგიტიმური მის თვალში, იმიტომ, რომ არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ეს ნიშნავს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილმა მიიტაცა ყველა სახელმწიფო უწყება, მიიტაცა როგორც ასეთი, სახელმწიფო და მისი ხელისუფლების დღის წესრიგში არის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ და გაეპარათ სახალხო დამცველი, რომელსაც ვერ აკონტროლებენ,“- განაცხადა სამადაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის და მმართველი გუნდის არაადეკვატურობაზე საუბრობს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“-ს წევრი, ანა ნაცვლიშვილიც.

 „ქართული ოცნება“ და თეა წულუკიანი არ არიან ადეკვატური არც ხელისუფლება და არც მინისტრი და შესაბამისად, ძალიან სწორ და პრობლემურ საკითხებზე როდესაც სახალხო დამცველმა ისინი სარკეში ჩაახედა, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემები გამოასწორონ, სარკეს დაუწყეს ჩხუბი. წულუკიანის ეს თავდასხმა არ არის პირველი, ის გამოირჩევა სიძულვილის ენით, სარკაზმით და დაცინვით, მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მის მიერ ჩაფლავებულ რეფორმებზე და ქმედებებზე ხდება მხილება,“- განაცხადა „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრ, ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიცის შეფასებებს იზიარებს სამოქალაქო სექტორიც.

„ თუ „ქართული ოცნება“ ნაწყენია სახალხო დამცველზე ეს ძალიანაც კარგია, იმიტომ, რომ პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც სახალხო დამცველს „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია შეაქებს და მოუწონებს საქმიანობას. ჩვენ ვხედავთ,რომ თუკი ადრე, ვთქვათ, მედია იყო ძირითადი დარტყმის ობიექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და მმართველი პარტიის მხრიდან, ახლა ამ ჭრილში შემოდის ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც ოდნავ განსხვავებულად ფიქრობს მათგან და სახალხო დამცველი, როგორც ჩანს, ერთ-ერთია ამ ნაწილში, როგორც სამოქალაქო სექტორი,“- განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი