
საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკანიანს არ აქვს პასუხი კითხვაზე, გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.
ძალიან ბევრი რამ მიქმნის პიროვნულ დისკომფორტს, სწორედ ის წლები, რომელიც 2012 წლამდე ამ ქვეყანაში განხორციელდა და ის უამრავი დარღვევაა ადამიანების უფლებების და ადამიანების სიკვდილი. ჩემი მეგობრები დაიღუპნენ იმ პერიოდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ისევე უნდა მოვექცეთ ის არ იმსახურებს. აქვს მას ხარისხიანი ჯანდაცვა. ყველა ქვეყანაში, მათ შორის ციხეში, პენიტენციურ სამსახურში და პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა მათ შორის ვიდეოკადრები, რომ ყველა შესაბამისი პირობები არსებობს იმისთვის, რომ მას გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა.- ამბობს ზალკანიანი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 36-ე დღეა შიმშილობს.