სისხლიანი გარჩევა პოლიციელებს შორის | გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა და პოლიციელის მიერ პოლიციელის მკვლელობა სამეგრელოში. ცნობილი ხდება, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ჭალადიდში, პოლიციის განყოფილებაში მოხდა. ცნობილია, რომ ორივე პოლიციელი დღეს მორიგე იყო, თუმცა, რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი