დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა, 408 კლასი და 196 მასწავლებელი იმყოფება - სამინისტრო

გამოქვეყნდა:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი იმყოფება.

უწყების ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.

"სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 68 ადამიანი, 2 235 კი გამოჯანმრთელდა.​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი