რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეები უწყვეტი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება იქამდე, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ მოათავსებს.
დაანონსებული აქციის გამო, რუსთავის ციხის ტერიტორიაზე დილიდან პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს.
მიუხედავად სუს-ის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებისა, სადაც უწყება კვლავ "ხელისუფლების დამხობის" გეგმაზე საუბრობს და იმუქრება, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ საყოველთაო პროტესტი არ გაგრძელდება.
"ერთადერთი პატიმარია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არ აძლევენ საშუალებას, რომ სამედიცინო მომსახურება გაეწიოს და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და ბუნებრივია, პუტინის პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში. ბუნებრივია ეს აქციები გაგრძელდება როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე, თბილისში, რეგიონებში, ყველგან იქნება პროტესტი და ნამდვილად არ მივცემთ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მოსვენების საშუალებას", - ამბობს ენმ-ის წევრი ზაალ უდუმაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 37 დღეა შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ ის 1 ოქტომბერს დააკავა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია დღეს ციხესთან 17:00 საათზეა დაანონსებული.
ასევე იხილეთ: