რუსთავის ციხის ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამართალდამცველები ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.

პოლიციის მობილიზება სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას უკავშირდება. მოქალაქეები ციხესთან დღეს 17:00 საათზე შეიკრიბებიან და მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო, მისი ჯანმრთელობის დამძიმდა. ექიმები და ადვოკატები ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ იქნას მოთავსებული მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის მიუხედავად, ხელისუფლება პოზიციას ისევ არ ცვლის და მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობს, რომელიც ვერც მკურნალობისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ვერც მისი უსაფრთხოების დაცვისთვის.

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი