სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას გეგმავს".
როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესული ადამიანების მეშვეობით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შესაბამის "დირექტივებს აძლევს".
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის შესაბამისად მიიღებს ზომებს დანაშაულის აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი უმკაცრესად აგებენ პასუხს", - განაცხადეს უწყებაში.
გარდა ამისა, სუს-ში დღეს თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ და "განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც".
ამავე თემაზე:
სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება, ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია | სუს-ის საგანგებო ბრიფინგი