გაერთიანებული ოპოზიცია მოლაპარაკების გადამწყვეტ ეტაპზეა, თუმცა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. დისონანსი მმართველი გუნდის ოპონენტების რიგებში მოძრაობა ლელომ შეიტანა.მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ ლელოს დადებას მარტო აპირებენ. პარტია ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს. გადაწყვეტილებას რამდენიმე არგუმენტით ხსნიან. უმთავრესი კი მაჟორიტარების ხმებით მოტანილი პარტიული მხარდაჭერაა.
ოპოზიციისთვის ახლა მთავარია რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ მთავარი მოთამაშეები. ირაკლი ოქრუაშვილმა რომელმაც საპატიმროს დატოვებიდან მალევე დააანონსა რომ მაჟორიტარობას აპირებს, ახლა ფიქრობს, რომ ჯერ ოპოზიციის ერთიან გადაწყვეტილებებს დაელოდება.
გაირკვა საერთო მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე ოპოზიციას მმართველი პარტიაც გულშემატკივრობს. თუმცა იმ იმედით, რომ ეს ქართულ ოცნებას პოლიტიკურად მომგებიან პირობებში ჩააყენებს. მმართველი პარტიის სახელით განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები. დავით ჭიჭინაძე ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ფიქრობს, რომ ოპოზიციას კოორდინაცია გაუჭირდება და ყველა პარტიამ თავისი კანდიდატები უნდა დაასახელოს.
ოპოზიციას დრო ცოტა აქვს. ვინ, როგორ და რა შემადგენლობით გამოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა. იქამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატებზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უნდა გამართოს.