"სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა" - პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს რუსთავში სცენა წაართვა და "უსაფრთხოებით" ახსნა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, მე-12 ციხესთან სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებს სცენის გაშლის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ ინვენტარი დაშალა, შსს-ს მანქანაზე შეაწყო და წაიღო. ეს ყველაფერი კი სამართალდამცველებმა "პოლიციის კანონითა" და "ციხის უსაფრთხოებით" ახსნეს.

როგორც სამხარეოს უფროს ამტკიცებს, აქციის მონაწილეებს მათ ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, მათი შერჩეული ადგილი უსაფრთხო არ იყო, ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ და "სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა".

სამხარეოს უფროსი ამბობს, რომ ტექნიკას იმ კომპანიას დაუბრუნებენ, ვისაც ეკუთვნის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი