
რა სამწუხაროა, თავისუფლების სიმბოლო რომ გვეგონა ფაშინიანი, ან ნავალნი - წერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ორივეს მისამართით არაერთი მხარდამჭერი განცხადება აქვს გაკეთებული, ისინი ამ დრომდე არ გამოხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას:
ყველაფერი ყალბი ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება.
რა სამწუხაროა, თავისუფლების სიმბოლო რომ გვეგონა ფაშინიანი, ან ნავალნი.
ერთი სიტყვა არ დაუძრავს არც ერთს მართლა თავისუფლების სიმბოლო სააკაშვილზე. არადა, ორივესთან დაკავშირებით, სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები უამრავი აქვს შემონახული ისტორიას.
დიდი სირცხვილია!" წერს ნიკა გვარამია