
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეები კარვებს შლიან და რუსთავის ციხესთან ღამის გათევას აპირებენ.
აქციაზე შეკრებილი არიან, მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ.