
სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა." - ამით ნინო ლომჯარიამ მინისტრ ბრეგაძის გუშინდელ განცხადებებს უპასუხა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ფაფებით იკვებება".
ომბუდსმენის განცხადებიდან მალევე პენიტენციურმა გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის "კვებაა" გადაღებული.