„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში“ | ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას 24 საათს აძლევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკა მელია ორშაბათს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს.

ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში, ამას მაინც არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, საღამოს 20:00 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, - თქვა ნიკა მელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი