
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და მოგვიანებით უკვე მათი დაკავება მოჰყვა.