"არავითარი საკვების მიღება არ დაფიქსირებულა" | ომბუდსმენის მოადგილე პენიტენციურ დაწესებულებას პასუხობს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ იმ პროდუქტების მიზანი, რომელზეც პენიტენციური დაწესებულება ამტკიცებს, რომ საკვებია, სამედიცინო თვალსაზრისით შესაბამისი პარამეტრების შენარჩუნება იყო.

გიორგი ბურჯანაძემ თემაზე "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული პროდუქტი საკვებად ვერ შეფასდება. მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებას პროდუქტებს სამედიცინო პერსონალი აწვდიდა.

ამის მიწოდება ხდებოდა სამედიცინო პერსონალის მიერ, ანუ ეს არ იყო საკვები საშუალება. ხო არ წარმოგიდგენიათ, რომ ციხის საავადმყოფოში შეიძლება იყიდებოდეს სემპერის საბავშო ფაფა. შესაბამისად, ბუნებრივია, ნებისმიერი საკვები ფაფის მსგავსი დანამატის მიწოდება ბუნებრივია, პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მიერ ხდებოდა, ისევე როგორც, ნებისმიერი სხვა პრეპარატის და მისი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო შესაბამისი პარამეტრების შენარჩუნება, სამედიცინო თვალსაზრისით,-თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ვიდეომასალაში "მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები" ჩანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი