აშშ-ში ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტას 8 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰიუსტონში მუსიკალურ ფესტივალზე ჭყლეტას სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა. BBC სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ კონცერტზე ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაყურებელმა სცენის ახლოს შეჯგუფება დაიწყო.

11 ადამიანი კლინიკაში გულის გაჩერებით გადაიყვანეს, 8 ადამიანი კი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, რამდენიმე გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო. ღონისძიებას 50 000 ადამიანი ესწრებოდა.

მომხდარის შემდეგ, კონცერტი გაუქმდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი