
სიერა ლეონას დედაქალაქ, ფრითაუნში საწვავის ტანკების აფეთქებას სულ მცირე 99 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა პარასკევს, 5 ნოემბერს მოხდა. აფეთქება საწვავის გადამზიდი სატვირთო მანქანის მეორე მანქანასთან შეჯახებამ გამოიწვია.
რამდენიმე დაშავებულები საავადმყოფოშია გადაყვანილი, რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.